მშენებლობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია 3 მთავარი ფაქტორი:
💸 მშენებლობის ფასი | 🤝 სანდო კომპანია | 💯 მშენებლობის ხარისხი
ⓘ ამ სტატიაში გაეცნობი:
✅ როგორ იწყება კერძო სახლების მშენებლობა
✅ რა ეტაპებია გასავლელი სახლის ასაშენებლად
✅ მონოლითური,შავი და თეთრი კარკასის განსხვავებები
✅ როგორ იგეგმება ბიუჯეტი
✅ რა უნდა იცოდე სანამ დაიწყებ მშენებლობას
🔍 რატომ უნდა წაიკითხო ეს სტატია?
თუ ეძებ შემდეგ კითხვებზე პასუხს:
- როგორ ავაშენო კერძო სახლი?
- რა ღირს კერძო სახლის აშენება?
- რას ნიშნავს შავი კარკასი?
- რა განსხვავებაა მონოლითურ, შავ და თეთრ კარკასებს შორის?
- რა დოკუმენტებში გარკვევაა საჭირო მშენებლობის შესაფასებლად?
- რა აუცილებელი ინფორმაცია უნდა იცოდე სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებისას?
- როგორ შევარჩიო სამშენებლო კომპანია?
მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა
კერძო სახლის მშენებლობის პირველი ეტაპი – დაგეგმარება და დოკუმენტები 📄
მშენებლობისთვის მზადება არის უკვე ის ეტაპი, სადაც თქვენ უკვე ელოდებით პროექტირების პროცესის დასრულებას ან უკვე გაქვთ მშენებლობის ნებართვა. სანამ დაიწყებ მშენებლობას, სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა გქონდეს და გაერკვიო ამ 3 ძირითად დოკუმენტში:
- არქიტექტურული პროექტი
- გეოლოგიური კვლევა და მიწის რელიეფის მონაცემები
- კონსტრუქციული პროექტი
ეს დოკუმენტები აუცილებელია ფასების დასათვლელად და სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებისთვის
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ პროექტის შეფასებისას?
- მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა
- მთლიანი მიწის მოცულობა – ნაკვეთის ჯამური კვადრატულობა
- მიწის ნაკვეთის სრული კვადრატულობიდან რამდენ კვადრატულს ითვისებ სახლის ასაშენებლად
- სახლის სამშენებლო ფართის მოცულობა – სამშენებლო კვადრატულობა, რითიც ითვლება საბოლოო კვადრატულობა, რაც მრავლდება კვადრატულის ფასზე
- საცხოვრებელი ფართის განსაზღვრა – საცხოვრებელი ფართის კვადრატულობა, კედლებს შორის მოქცეული სუფთა ფართობის ჯამი
- შიდა ტიხრების განლაგება
- ღიობების (კარ-ფანჯრების) განლაგება, მასალა და ზომები
- გეგმარება, რენდერი და ვიზუალიზაცია – საბოლოოდ როგორ გამოიყურება თქვენი მომავალი სახლი
- რელიეფის სახეობა და საჭირო მიწის სამუშაოები – სწორი მიწის ზედაპირი გაქვთ თუ დახრილი რელიეფია
- მასალების რაოდენობა და ხარისხი (ბლოკი, არმატურა, ბეტონი და სხვ.)
- გადახურვის და სახურავის ტიპი – ბრტყელი და სწორი თუ ქანობიანი თუნუქის სახურავით გსურთ გადახურვა
- ფასადის მოპირკეთება და თბოიზოლაცია
ზემოთაღნიშნული ინფორმაციები განსაზღვრავს თქვენი სახლის მშენებლობის ფასს, რის მიხედვითაც ხდება განფასება და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა და შეთავაზება დამკვეთისთვის, ამიტომ დარწმუნდით რომ ამ ინოფრმაციას კარგად ფლობთ
არსებობს 3 ძირითადი ტიპის კარკასის მშენებლობა და გეტყვით თანმიმდევრულად მშენებლობის ეტაპებს:
1. მონოლითური კარკასის მშენებლობა – რას ნიშნავს ეს და რას მოიცავს? 🧱
მონოლითური კარკასი არის სახლის საწყისი რკინაბეტონის კონსტრუქცია, რაც მოიცავს:
- მიწის დაკვალვას და ქვაბულის სამუშაოებისთვის მომზადებას
- საძირკვლისა და ქვაბულის მოწყობას მძიმე ტექნიკის გამოყენებით
- მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას
- დიაფრაგმების ფილების მოწყობას
- კოლონების მოწყობას
- რიგელების მოწყობას
- გადახურვის ფილის მოწყობას
- ძირითადი კონსტრუქციული კარკასის აგებას
მონოლითური კონსტრუქცია არის რკინაბეტონის ერთიანი მასა, რომელიც შედგება არმატურისგან და ბეტონისგან. არმატურა აძლევს კონსტრუქციას გაჭიმვის სიმტკიცეს, ხოლო ბეტონი – შეკუმშვის სიმტკიცეს. ამ ორი მასალის კომბინაცია იძლევა უმაღლესი ხარისხის და გამძლე კონსტრუქციას, რაც მთლიანობაში გაძლევთ სიმტკიცის, გამძლეობის, ჰერმეტულობის და სეისმურად სტაბილურობის გარანტიას თქვენი მომავალი შენობა-ნაგებობის. მონოლითურ კარკას ხშირად ასევე არასრულ შავ კარკასსაც ეძახიან
➡️ ეს ეტაპი არის თქვენი სახლის ძირითადი კონსტრუქციის აგების პროცესი, რომლის სისწორეზე და ხარისხზე დამოკიდებულია მთელი შენობა
2. შავი კარკასის მშენებლობა – რა შედის შავ კარკასში? ⚒️
შავი კარკასი მოიცავს:
- მონოლითური კარკასის, ზემოთ ჩამოთვლილი სამუშოების დასრულებას
- სავენტილაციო შახტების მოწყობას
- შესასვლელი რკინის კარის მონტაჟს
- შიდა ტიხრების მოწყობას
- შენობა-ნაგებობის გადახურვას ფილით (ბრტყელი) ან ქანობიანი (თუნუქის) სახურავით
- კარ-ფანჯრის ჩასმას
➡️ შავი კარკასი ნიშნავს, რომ შესრულებულია ძირითადი სამუშაოები, თუმცა დარჩენილია ფასადის მოპირკეთება და სხვა შიდა თეთრი კარკასის სამუშაოები
3. თეთრი კარკასი – რას გულისხმობს თეთრი კარკასი? 🏡
თეთრი კარკასი მოიცავს:
- გადახურვის ფილაზე თბო-იზოლაციის მოწყობას
- ფასადის ლესვას და სამღებრო სამუშაოებს
- წყალმომარაგებისა და გათბობის სისტემების დაქსელვას
- ელექტრო და დაცვის სისტემების გაყვანილობას
- შიდა სივრცის გაჯით ან გიპერით ლესვას
- მოჭიმულ იატაკს
➡️ თეთრი კარკასი სახლის შენების ბოლო ეტაპია და ნიშნავს, რომ სახლში უკვე ჩატარებულია ძირითადი საინჟინრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები – მას შემდეგ იწყება სარემონტო სამუშაოები ინტერიერის დიზაინის მიხედივთ
როგორ დათვალო სახლის მშენებლობის ფასი? 💰
მშენებლობის ფასი დამოკიდებულია:
- მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობაზე
- მშენებლობის ფართზე (მიწისზედა + მიწისქვეშა)
- მასალების რაოდენობასა და ხარისხზე (ბლოკი, არმატურა, ბეტონი და სხვ.)
- მიწის რელიეფზე
- სამუშაოების სირთულეზე
- არქიტექტურულ და კონსტრუქციულ დეტალებზე
- შერჩეული კარკასის ტიპზე (მონოლითური, შავი, თეთრი)
‼️ გაითვალისწინე, ფასი არ ითვლება მხოლოდ საცხოვრებელი ფართის მიხედვით – ფასში გათვალისწინებულია მთელი სამშენებლო მოცულობა.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ) ❓
✔️ რამდენ ხანში შენდება კერძო სახლი?
საშუალოდ 3-12 თვე, გააჩნია კარკასს, სეზონს და პროექტის სირთულეს:
- საშუალოდ მონოლითური კარკასის მშენებლობის ვადა – 2 თვე
- საშუალოდ შავი კარკასის მშენებლობის ვადა – 3-4 თვე
- საშუალოდ თეთრი კარკასის მშენებლობის ვადა – 5-6 თვე
✔️ რა ღირს 1 კვ.მ სახლის აშენება?
კვადრატულის ფასი დამოკიდებულია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობაზე, კარკასის ტიპზე, მიწის სამუშაოებზე, გადახურვის ტიპზე,ფასადის მოპირკეთების სახეობაზე და მასალებზე – ფასი იწყება 160 $ – დან და იზრდება სპეციფიკაციებით.
- საშუალოდ მონოლითური კარკასის კვ. ფასი – 160-180$
- საშუალოდ შავი კარკასის კვ. ფასი – 215-240$
- საშუალოდ თეთრი კარკასის კვ. ფასი – დაახლოებით 350-380$
ფასები მოცემულია აღნიშნულ პერიოდში (აპრილი 2025)
✔️ როგორ ავარჩიო სამშენებლო კომპანია?
გადამოწმეთ:
- გამოცდილება სამშენებლო სფეროში
- შესრულებული პროექტები
- დამკვეთების გამოხმაურება
- ხელშეკრულების პირობები
- ხარისხის გარანტიები
შეჯამებისთვის, როგორ ააშენო სახლი გონივრულად და სწორად ✅
👉 დაგეგმე ყველაფერი დეტალურად
👉 გაიარე კონსულტაცია პროფესიონალებთან
👉 შეადარე ფასები, ხარისხი და გამოცდილება
👉 არ დაივიწყო იურიდიული და ტექნიკური დოკუმენტები
👉 მოითხოვე წინასწარი ხარჯთაღრიცხვა და მშენებლობის გეგმა-გრაფიკი
👉 აირჩიე სანდო პარტნიორი, როგორიც არის კომპანია ბილდლაინ ქონსთრაქშენი
📞 032 2 221 040
📞 +995 599 55 13 99
📧 info@buildline.ge
📍თბილისი, კ. კეკელიძის #34
დაგვიკავშირდით დღესვე, დაგეხმარებით თქვენი სახლის მშენებლობაში – საძირკვლიდან ოცნების სახლამდე.