გააზიარე:

რატომ ალუმინის კარ-ფანჯრები?

რა უნდა გაითვალისწინოთ ალუმინის კარ-ფანჯრების შეკვეთისას:

➡️ რატომ ალუმინი?

🔸 ალუმინი ძალიან მტკიცეა და არ ახასიათებს ჟანგვა, რაც მისი ხანგრძლივად და ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა.

🔸 ალუმინის კარ-ფანჯარას ოთხივე სეზონზე ახასიათებს მდგრადობა, იცავს მტვრის, ქარის და წყლის შემოღწევისგან.

🔸 ალუმინს გააჩნია მაღალი თბოიზოლაცია, ხმისიზოლაცია და მრავალწლიანი სიმყარე.

🔸 იდეალურად ერგება ნებისმიერ დიზაინს.

🪟 არსებობს ორი ტიპის მინაპაკეტი: ენერგოეფექტური და არაენერგოეფექტური.

⚠️ ალუმინის კარ-ფანჯრებისთვის მინა რეკომენდირებულია იყოს ორმაგი მინა-პაკეტი: მეტი უსაფრთხოებისთვის, ხმის და თბოიზოლაციისთვის.

🇺🇸 ბილდლაინი გთავაზობთ Guardian Glass – ის ამერიკული ბრენდის პრემიუმ ხარისხის როგორც ენერგოეფექტურ, ასევე არაენერგოეფექტურ მინა-პაკეტებს.

🆚 განსხვავება: ენერგოეფექტური მინა ნიშნავს თბოიზოლაციას, ხმის იზოლაციას და მდგრადობას, რაც აგარიდებთ ხმაურს და ზედმეტ კომუნალურ გადასახადებს ყველა სეზონზე.

ენერგოეფექტური მინა-პაკეტის საშუალებით:

☀️ ზაფხულში მზის მცხუნვარე სხივების 100%- დან მხოლოდ 25% აღწევს ოთახში, ხოლო სიცხის 75% აირეკლება.

❄️ ზამთარში ოთახში არსებული 100% სითბოს მხოლოდ 25% აღწევს გარეთ, ხოლო 75% რჩება ოთახში.

🔥 ასევე არსებობს ნაწრთობი (იგივე გამომწვარი) მინა-პაკეტი, რომელიც რეკომენდირებულია სლაიდური ალუმინის კარის შემთხვევაში, რაც უსაფრთხოებისთვისაა მიზანშეწონილი; ხოლო კარ-ფანჯრების შემთხვევაში თქვენს ნება-სურვილზეა ნაწრთობი მინის შეკვეთა.

ბილდლაინი ასევე გთავაზობთ:

🇹🇷 პრემიუმ ხარისხის ASAS – თურქული ბრენდის მდგრად პროფილებს, რაც გამოირჩევა პროფილის კედლის სისქით, მრავალწლიანი გამოყენებითა და სიმყარით, რაც ქართულ ბაზარზე ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია.

სასურველია შეუკვეთოთ ანტრაციდის ფერის – შავი იზო ალუმინი (ფერის კოდი – ANTRACIDE NOIR) პრემიუმ ხარისხის კარ-ფანჯარა, რომელიც თანამედროვე და საინტერესო შტრიხია და შავი ფერისგან განსხვავებით იტანს დაზიანებებს და ნაკაწრებს. აღნიშნული ფერი გარემოს მეტად ჰარმონიულს და კომფორტულს ხდის და დღესდღეობით ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი ფერია ამ სფეროში.

🇩🇪 🇦🇹 პრემიუმ ხარისხის მექანიზმებს (იგივე ფურნიტურას): გერმანული ბრენდის Roto-ს და ავსტრიული ბრენდის Maco-ს მექანიზმებს, რაც ენერგოეფექტური გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. ამ ბრენდების მოწყობილობაზე დამონტაჟებული კარ-ფანჯარა მჭიდროდ და რბილად იკეტება. ეს საკეტები სამმაგი ანტიკოროზიული ფენით იფარება და მაღალი ხარისხის ცვილის ზეთით მუშავდება, რაც ამცირებს ხახუნის ძალას და სისტემის გრძელვადიან მუშაობას უწყობს ხელს.

ბილდლაინი გთავაზობთ უმოკლეს დროში დამზადებასა და მონტაჟს, მაქსიმუმ 14 კალენდარული დღეში. (მოცულობიდან გამომდინარე)

📋 განფასება ჩვენთან უფასოა, გადმოგვიგზავნეთ თქვენი ზომები ან ნახაზები და დაგიკავშირდებით უმოკლეს დროში.

⚠︎ ალუმინის კარ-ფანჯრები ითვლება კვადრატულის ფასით. ფასის დასადგენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორი ხარისხის პროფილი, მექანიზმები და მინა-პაკეტი გსურთ; ასევე რამდენ ფანჯარაზე ან კარზე გსურთ გაღება/გადმოკიდება, რამდენია “ყრუ” (გაღება/გადმოკიდების გარეშე) ადგილი და რაც მთავარია უნდა ვიცოდეთ პროექტის მოცულობა.

მსგავსი ბლოგები:

მშენებლობა
Aishene

კერძო სახლის მშენებლობა – რა უნდა იცოდე საკუთარი სახლის აშენებამდე

მონოლითური კარკასის სამუშაოები, შავი და თეთრი კარკასის მშენებლობა, განსხვავებები, აუცილებელი ინფორმაცია სანამ მშენებლობას დაიწყებთ

მეტის ნახვა »

ზარის მოთხოვნა