რა უნდა გაითვალისწინოთ ალუმინის კარ-ფანჯრების შეკვეთისას:
➡️ რატომ ალუმინი?
🔸 ალუმინი ძალიან მტკიცეა და არ ახასიათებს ჟანგვა, რაც მისი ხანგრძლივად და ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა.
🔸 ალუმინის კარ-ფანჯარას ოთხივე სეზონზე ახასიათებს მდგრადობა, იცავს მტვრის, ქარის და წყლის შემოღწევისგან.
🔸 ალუმინს გააჩნია მაღალი თბოიზოლაცია, ხმისიზოლაცია და მრავალწლიანი სიმყარე.
🔸 იდეალურად ერგება ნებისმიერ დიზაინს.
🪟 არსებობს ორი ტიპის მინაპაკეტი: ენერგოეფექტური და არაენერგოეფექტური.
⚠️ ალუმინის კარ-ფანჯრებისთვის მინა რეკომენდირებულია იყოს ორმაგი მინა-პაკეტი: მეტი უსაფრთხოებისთვის, ხმის და თბოიზოლაციისთვის.
🇺🇸 ბილდლაინი გთავაზობთ Guardian Glass – ის ამერიკული ბრენდის პრემიუმ ხარისხის როგორც ენერგოეფექტურ, ასევე არაენერგოეფექტურ მინა-პაკეტებს.
🆚 განსხვავება: ენერგოეფექტური მინა ნიშნავს თბოიზოლაციას, ხმის იზოლაციას და მდგრადობას, რაც აგარიდებთ ხმაურს და ზედმეტ კომუნალურ გადასახადებს ყველა სეზონზე.
ენერგოეფექტური მინა-პაკეტის საშუალებით:
☀️ ზაფხულში მზის მცხუნვარე სხივების 100%- დან მხოლოდ 25% აღწევს ოთახში, ხოლო სიცხის 75% აირეკლება.
❄️ ზამთარში ოთახში არსებული 100% სითბოს მხოლოდ 25% აღწევს გარეთ, ხოლო 75% რჩება ოთახში.
🔥 ასევე არსებობს ნაწრთობი (იგივე გამომწვარი) მინა-პაკეტი, რომელიც რეკომენდირებულია სლაიდური ალუმინის კარის შემთხვევაში, რაც უსაფრთხოებისთვისაა მიზანშეწონილი; ხოლო კარ-ფანჯრების შემთხვევაში თქვენს ნება-სურვილზეა ნაწრთობი მინის შეკვეთა.
ბილდლაინი ასევე გთავაზობთ:
🇹🇷 პრემიუმ ხარისხის ASAS – თურქული ბრენდის მდგრად პროფილებს, რაც გამოირჩევა პროფილის კედლის სისქით, მრავალწლიანი გამოყენებითა და სიმყარით, რაც ქართულ ბაზარზე ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია.
⬛ სასურველია შეუკვეთოთ ანტრაციდის ფერის – შავი იზო ალუმინი (ფერის კოდი – ANTRACIDE NOIR) პრემიუმ ხარისხის კარ-ფანჯარა, რომელიც თანამედროვე და საინტერესო შტრიხია და შავი ფერისგან განსხვავებით იტანს დაზიანებებს და ნაკაწრებს. აღნიშნული ფერი გარემოს მეტად ჰარმონიულს და კომფორტულს ხდის და დღესდღეობით ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი ფერია ამ სფეროში.
🇩🇪 🇦🇹 პრემიუმ ხარისხის მექანიზმებს (იგივე ფურნიტურას): გერმანული ბრენდის Roto-ს და ავსტრიული ბრენდის Maco-ს მექანიზმებს, რაც ენერგოეფექტური გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. ამ ბრენდების მოწყობილობაზე დამონტაჟებული კარ-ფანჯარა მჭიდროდ და რბილად იკეტება. ეს საკეტები სამმაგი ანტიკოროზიული ფენით იფარება და მაღალი ხარისხის ცვილის ზეთით მუშავდება, რაც ამცირებს ხახუნის ძალას და სისტემის გრძელვადიან მუშაობას უწყობს ხელს.
⚡ ბილდლაინი გთავაზობთ უმოკლეს დროში დამზადებასა და მონტაჟს, მაქსიმუმ 14 კალენდარული დღეში. (მოცულობიდან გამომდინარე)
📋 განფასება ჩვენთან უფასოა, გადმოგვიგზავნეთ თქვენი ზომები ან ნახაზები და დაგიკავშირდებით უმოკლეს დროში.
⚠︎ ალუმინის კარ-ფანჯრები ითვლება კვადრატულის ფასით. ფასის დასადგენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორი ხარისხის პროფილი, მექანიზმები და მინა-პაკეტი გსურთ; ასევე რამდენ ფანჯარაზე ან კარზე გსურთ გაღება/გადმოკიდება, რამდენია “ყრუ” (გაღება/გადმოკიდების გარეშე) ადგილი და რაც მთავარია უნდა ვიცოდეთ პროექტის მოცულობა.