









ალუმინის კარ-ფანჯრები
კომპანია “ბილდლაინი” გთავაზობთ ალუმინის კარ-ფანჯრების, სლაიდური ან მინის კარის, ვიტრაჟული ტიხრების, მინის მოაჯირების და მინით გადახურვის დამზადებას.
ჩვენ დაგიმზადებთ უმაღლესი ხარისხის ალუმინის, მექანიზმების და მინის მასალებით ნებისმიერი ტიპის პროექტს, როგორც სახლისთვის, ასევე საოფისე, მრავალბინიანი, ან სხვა კომერციული ფართისთვის. ვიღებთ როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ შეკვეთებს.
ჩვენ აგიხსნით თუ რა უნდა გაითვალისწინოთ შეკვეთისას:
ალუმინის კარ-ფანჯრებისთვის მინა რეკომენდირებულია იყოს ორმაგი მინა-პაკეტი – მეტი უსაფრთხოებისთვის, ხმის და თბოიზოლაციისთვის.
არსებობს ორი ტიპის მინაპაკეტი: ენერგოეფექტური და არაენერგოეფექტური.
ბილდლაინი გთავაზობთ Guardian Glass – ის ამერიკული ბრენდის პრემიუმ ხარისხის როგორც ენერგოეფექტურ, ასევე არაენერგოეფექტურ მინა-პაკეტებს.
განსხვავება: ენერგოეფექტური მინა ნიშნავს თბოიზოლაციას, ხმის იზოლაციას და მდგრადობას, რაც აგარიდებთ ხმაურს და ზედმეტ კომუნალურ გადასახადებს ყველა სეზონზე.
ენერგოეფექტური მინა-პაკეტის საშუალებით:
ზაფხულში მზის მცხუნვარე სხივების 100%- დან მხოლოდ 25% აღწევს ოთახში, ხოლო სიცხის 75% აირეკლება.
ზამთარში ოთახში არსებული 100% სითბოს მხოლოდ 25% აღწევს გარეთ, ხოლო 75% რჩება ოთახში.
ასევე არსებობს ნაწრთობი (იგივე გამომწვარი) მინა-პაკეტი, რომელიც რეკომენდირებულია სლაიდური ალუმინის კარის შემთხვევაში, რაც უსაფრთხოებისთვისაა მიზანშეწონილი; ხოლო კარ-ფანჯრების შემთხვევაში თქვენს ნება-სურვილზეა ნაწრთობი მინის შეკვეთა.
ბილდლაინი ასევე გთავაზობთ:
პრემიუმ ხარისხის ASAS – თურქული ბრენდის მდგრად პროფილებს, რაც გამოირჩევა პროფილის კედლის სისქით, მრავალწლიანი გამოყენებითა და სიმყარით, რაც ქართულ ბაზარზე ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია.
⬛ სასურველია შეუკვეთოთ ანტრაციდის ფერის – შავი იზო ალუმინი (ფერის კოდი – ANTRACIDE NOIR) პრემიუმ ხარისხის კარ-ფანჯარა, რომელიც თანამედროვე და საინტერესო შტრიხია და შავი ფერისგან განსხვავებით იტანს დაზიანებებს და ნაკაწრებს. აღნიშნული ფერი გარემოს მეტად ჰარმონიულს და კომფორტულს ხდის და დღესდღეობით ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი ფერია ამ სფეროში.
პრემიუმ ხარისხის მექანიზმებს (იგივე ფურნიტურას): გერმანული ბრენდის Roto-ს და ავსტრიული ბრენდის Maco-ს მექანიზმებს, რაც ენერგოეფექტური გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. ამ ბრენდების მოწყობილობაზე დამონტაჟებული კარ-ფანჯარა მჭიდროდ და რბილად იკეტება. ეს საკეტები სამმაგი ანტიკოროზიული ფენით იფარება და მაღალი ხარისხის ცვილის ზეთით მუშავდება, რაც ამცირებს ხახუნის ძალას და სისტემის გრძელვადიან მუშაობას უწყობს ხელს.
რატომ ალუმინი?
ალუმინი ძალიან მტკიცეა და არ ახასიათებს ჟანგვა, რაც მისი ხანგრძლივად და ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა.
ალუმინის კარ-ფანჯარას ოთხივე სეზონზე ახასიათებს მდგრადობა, იცავს მტვრის, ქარის და წყლის შემოღწევისგან.
ალუმინს გააჩნია მაღალი თბოიზოლაცია, ხმისიზოლაცია და მრავალწლიანი სიმყარე.
იდეალურად ერგება ნებისმიერ დიზაინს.
გთავაზობთ უმოკლეს დროში დამზადებასა და მონტაჟს, მაქსიმუმ 14 კალენდარული დღეში. (მოცულობიდან გამომდინარე)
განფასება ჩვენთან უფასოა, გადმოგვიგზავნეთ თქვენი ზომები ან ნახაზები და დაგიკავშირდებით უმოკლეს დროში:
Whatsapp/Viber: 577 740 041
E-Mail: info@buildline.ge
Contact: +995 32 2 22 10 40
⚠︎ ალუმინის კარ-ფანჯრები ითვლება კვადრატულის ფასით. ფასის დასადგენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორი ხარისხის პროფილი, მექანიზმები და მინა-პაკეტი გსურთ; ასევე რამდენ ფანჯარაზე ან კარზე გსურთ გაღება/გადმოკიდება, რამდენია “ყრუ” (გაღება/გადმოკიდების გარეშე) ადგილი და რაც მთავარია უნდა ვიცოდეთ პროექტის მოცულობა.









