ინტერიერის დიზაინი

კომპანია “ბილდლაინი” გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის სრულ მომსახურებას, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა მასშტაბის პროექტებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ხარისხით გამორჩეული, სანდო, ექსკლუზიური პროექტები, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნილებებზეა მორგებული.

ინტერიერის დიზაინის შემუშავების პროცესში კომპანია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დამკვეთის ჩართულობას, რაც უზრუნველყოფს უნიკალური და გარკვეულწილად ექსკლუზიური ინტერიერის სტილის ჩამოყალიბებას. ჩვენთან ერთად თქვენი სახლი, ოფისი თუ კომერციული სივრცე გახდება კომფორტისა და ესთეტიკის სინთეზი.

ინტერიერის დიზაინი მოიცავს

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დიზაინს
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დიზაინს
სასტუმროების დიზაინს
საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობების დიზაინს
სამრეწველო და კომერციული ფართების დიზაინს
საპროექტო დეტალების დიზაინერულ სპეციფიკაციას
ფასადის დიზაინს
არსებული ფართების შიდა აზომვითი ნახაზს და მუშა ნახაზების მომზადებას
ტიხრების განთავსების და კედლების განშლას
ელექტრო გაყვანილობის (როზეტების) სქემატურ გეგმას
წყალმომარაგებისა და გათბობის სიტემების გაყვანილობის სქემატურ გეგმას
კედლებისა და დეკორატიული ელემენტების მასალებისა და ფერების შერჩევას
ავეჯის შერჩევას და მათი განთავსების მდებარეობას
განათების წყაროს ადგილმდებარეობის შერჩევა როგორც ოთახის განათების საჭიროებისამებრ ასევე ავეჯთან თანხვედრაში
მასალების შერჩევა კონსულტაცია
პროექტის საავტორო ზედამხედველობა

ზარის მოთხოვნა