ვინ ვართ ჩვენ?

კომპანია “ბილდლაინი” სამშენებლო სექტორში 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს და მოიცავს სამშენებლო მომსახურების სრულ სპექტრს –  რთბინიანი, მრავალბინიანი, სასტუმროების, საზოგადოებრივი შენობა ნაგებობების, ოფისების, სამრეწველო და კომერციული ფართების:

  • პროექტირებას
  • მშენებლობას
  • ინტერიერის დიზაინს
  • რემონტს
  • ალუმინის კარ-ფანჯრებისა და მინის ტიხრების დამზადებას

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებით, რაც გვაძლევს საშუალებას – ნებისმიერი ინდივიდუალური პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით, ჩაბარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და ზუსტად შეესაბამებოდეს თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

მუშაობის პროცესში ვიყენებთ უმაღლესი ხარისხისა და სერთიფიცირების მქონე მასალებს, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს შედეგის ეფექტურობასა და გამძლეობას.

ამ მიდგომებით კი ვცდილობთ, მაქსიმალურად გავზარდოთ კმაყოფილ მომხმარებელთა რაოდენობა და ღირსეულად შევინარჩუნოთ მოწინავე პოზიცია როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო სფეროში.

ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობა

კომპანია მოქმედებს მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე და ასრულებს სწორედ იმ მომსახურებას, რაც მის მიერ არის მოთხოვნილი. აღსანიშნავია, რომ ამით კომპანია იძლევა გარანტიას მასზედ, რომ ყოველგვარი სამუშაოები განხორციელებული იქნება იურიდიული ხელშეკრულებების დაცვითა და წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკით.

კომპანიისათვის სწრაფად მზარდი ტექნოლოგიები და კონკურენციის მაღალი დონე დამატებით მოტივაციას წარმოადგენს, გამოიყენოს უფრო ახლებური, ინოვაციური მეთოდები, როგორც სამშენებლო, ისე მართვის დონეზე.

კომპანიის ღირებულებებია

მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა; სამუშაოების გაწერილ ვადებში შესრულება; გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დისციპლინა. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა თვისება ახასიათებს კომპანია „სერვის გრუპს“ და მისი მიზანიც, გარკვეულწილად ეხმიანება ფირმის სლოგანს: “თქვენი სანდო კომპანია“. ორგანიზაციისათვის ფასეულია ის, რაც ფასეულია მისი მომხმარებლისათვის.

ჩვენი პარტნიორები

კომპანია "ბილდლაინი“ თანამშრომლობს წამყვან ბრენდებთან და ორგანიზაციებთან. მათთან თანამშრომლობა კომპანიისთვის სტაბილური პოზიციის შენარჩუნებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჩვენი გუნდი

კომპანია „სერვის გრუპი“ დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი არქიტექტორების; ტოპოგრაფების; გეოლოგების; დიზაინერების; ინჟინრების და მშენებლების კადრები რომელთა საქმიანობასაც ზედამხედელობას უწევს კვალიფციური მენეჯმენტთა გუნდი.

ზარის მოთხოვნა